საბანკო ბარათები

იმ შემთხვევაში თუ თქვენ გახდებით ჩვენი ბანკის კლიენტი და მიიღებთ Visa ბარათს, თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა ჩაატაროთ ოპერაციები სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში, მიიღოთ ნაღდი ფული როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ.

Visa Electron

საერთაშორისო საბანკო ბარათი Visa Electron წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მოსახერხებელ და ხელმისაწვდომ საგადამხდელო ინსტრუმენტს. აღნიშნული ტიპის ბარათის დახმარებით შესაძლებელია შესრულდეს ოპერაციები სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში, მოხდეს თანხის განაღდება ბანკომატიდან. ყველა ოპერაცია Visa Electron-ის ტიპის ბარათით გადის ელექტრონული ავტორიზაციის აუცილებელ პროცედურას (ბარათის შემოწმება), რაც უზრუნველყოფს თქვენი სახსრების დაცულობას 100%-ით და მფლობელს საშუალებას აძლევს სრულად აკონტროლოს საკუთარი ხარჯები.

ყურადღება! Visa Electron-ის ტიპის ბარათით შეუძლებელია სასტუმროს დაჯავშნა, ავტომანქანის დაქირავება.

Visa Classic

ყველაზე პოპულარული და გავრცელებული ბარათი მთელს მსოფლიოში. აღნიშნული ბარათის მომსახურება არ არის ძვირი, ამასთან ერთად წარმოადგენს საკმაოდ რესპექტაბელური გადახდის საშუალებას მისი მფლობელისთვის. აღნიშნული ტიპის ბარათის დახმარებით შესაძლებელია შესრულდეს ოპერაციები სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში, მოხდეს თანხის განაღდება ბანკომატიდან. იმ სავაჭრო და მომსახურების წერტილების რაოდენობა, რომლებიც იღებენ აღნიშნული ტიპის ბარათებს რამდენიმე ათეულ მილიონს აჭარბებს.

Visa Classic-ის ტიპის ბარათით შესაძლებელია სასტუმროს დაჯავშნა, ავტომობილის დაქირავება, ოპერაციების ჩატარება ინტერნეტით.

Visa Gold

პრესტიჟული ბარათები პრემიუმ სეგმენტიდან წარმატებული ადამიანებისათვის, რომლებიც აფასებენ კომფორტს და იმსახურებენ მათდამი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას. აღნიშნული ბარათი ხაზს უსვამს მისი მფლობელის სოციალურ სტატუსს. აღნიშნული ტიპის ბარათის დახმარებით შესაძლებელია შესრულდეს ოპერაციები სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში, მოხდეს თანხის განაღდება ბანკომატიდან. ბევრი სავაჭრო და მომსახურების ობიექტი აღნიშნული ბარათის მფლობელებს სთავაზობს დამატებით ფასდაკლებებს და შესაძლებლობებს.

Visa Gold-ის ტიპის ბარათით შესაძლებელია სასტუმროს დაჯავშნა, ავტომობილის დაქირავება, ოპერაციების ჩატარება ინტერნეტით.

ვალუტის კურსები

  ყიდვა გაყიდვა კურსი
2.4550 2.5100 2.4894
2.8650 2.9800 2.9240
3.1900 3.3600 3.2783
1.1500 1.5300 1.4629
დახურვა
English Georgian Russian