აკრედიტივი

დოკუმენტური აკრედიტივები წარმოადგენენ საერთაშორისო ანგარიშსწორების ყველაზე უსაფრთხო და გარანტირებულ ფორმას. დოკუმენტური აკრედიტივი, რომელიც გამოიყენება ვაჭრობის გარიგებების ანგარიშსწორებისას, წარმოადგენს ბანკის ვალდებულებას, რომელიც კონტრაქტის საფუძველზე მის მიერ კლიენტის (იმპორტიორის) დავალებით კონტრაგენტის სასარგებლოდ (ექსპორტიორის) გაიცემა. ამრიგად, ბანკი გამყიდველებსა და მყიდველებს შორის შუამავლად გამოდის, რადგან მისი მეშვეობით შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ ხორციელდება გადასახადები.
 
დოკუმენტური აკრედიტივების უპირატესობანი
   გამყიდველისათვის:

  • გამყიდველისგან დამოუკიდებლად საექსპორტო ამონაგების მიღების დადასტურება თუ გამყიდველი აკრედიტივის ყველა პირობას შეასრულებს.
  • გადასახადის სანდო და სწრაფი მიღება საქონლის გადატვირთვის შემდეგ (იმ შემთხვევაში, როცა საქონელი გადატვირთულია და საბუთები წარმოდგენილია ბანკში).

   მყიდველისათვის:

  • გარანტია, რომ გამყიდველი ვერ მიიღებს საექსპორტო ამონაგებს მანამ, სანამ არ შეასრულებს აკრედიტივის ყველა პირობას საქონლის მიწოდებაზე.        
  • აკრედიტივის გამოყენების შესაძლებლობა დაკავშირებულ გარიგებათა სისტემებში, მათ შორის, როგორც დაფინანსების და დაფინანსების უზრუნველყოფის საშუალება.

სს "აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო" (ბანკი "ასბ-საქართველო") გთავაზობთ დოკუმენტური აკრედიტივების შემდეგ სახეებს:

  • გამოუთხოვადი აკრედიტივი;
  • გამოთხოვადი აკრედიტივი;
  • სარეზერვო აკრედიტივი (“Standby”);
  • დადასტურებული აკრედიტივი;
  • დაუდასტურებელი აკრედიტივი;
  • ტრანსფერაბელური აკრედიტივი;
  • შემხვედრი აკრედიტივი (“Back-to-back”). 

 ბანკი "ასბ-საქართველო" გთავაზობთ შემდეგ მომსახურებებს:

  • აკრედიტივების გახსნა, დადასტურება, ავიზირება და გადარიცხვა, სხვა ოპერაციების შესრულება, რომლებიც დაკავშირებულია აკრედიტივების ანგარიშსწორებასთან (პირობების შეცვლა, დოკუმენტების შემოწმება, გადასახდელები);
  • აკრედიტივების დადასტურება პირველი კლასის უცხოური ბანკების მიერ;
  • იმპორტული აკრედიტივის გახსნა კლიენტის ხარჯით;
  • იმპორტული აკრედიტივის გახსნა “აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი-საქართველო”-ს საკრედიტო ხაზით.

ვალუტის კურსები

  ყიდვა გაყიდვა კურსი
2.3800 2.4400 2.4075
2.6400 2.7500 2.6921
3.0050 3.1200 3.0662
0.9900 1.5100 1.4162
დახურვა
English Georgian Russian