ოპერაციები ანგარიშებზე

სს "აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო"-ს (ბანკი "ასბ-საქართველო") საანგარიშსწორებო-საკასო მომსახურება ხორციელდება კლიენტთა მომსახურების ნებისმიერ ოფისში. კლიენტის ანგარიშზე ოპერაციები ხორციელდება ანგარიშზე არსებული ნაშთის ფარგლებში, შეზღუდვების გარეშე.

ჩვენ გთავაზობთ საბანკო მომსახურებას თქვენი ბიზნესისთვის. იურიდიული პირების მომსახურე კონსულტანტი გაგიწევთ კონსულტაციებს და დაგეხმარებათ ანგარიშის გახსნაში, შეგარჩევინებთ თქვენთვის სასურველი საბანკო პროდუქტებს და მომსახურებას. გახდეი ჩვენი კლიენტი, გახსენი ანგარიში
ონლაინ.

ბანკში თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ  შემდეგი სახის საბანკო მომსახურება:

  • გადარიცხვები, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ;
  • ანგარიშზე თანხის დამატება;
  • ანგარიშიდან თანხის გატანა;
  • კონვერტაცია საკუთარ ანგარიშებზე;
  • კომუნალური გადასახადები:
  • სახელფასო პროგრამა;
  • დისტანციური მომსახურება;
  • SMS-მომსახურება;
  • სატელეფონო მომსახურება;
  • ავტომატური გადარიცხვები;
  • დაკრედიტება;
  • დოკუმენტალური ოპერციები;
  • ინკასაცია;

ბანკი "ასბ-საქართველო" -ში საბანკო მომსაურების მისაღებად აუცილებელია  იურიდიულმა პირმა ბანკში გახსნას მიმდინარე ანგარიში.

რეზიდენტი იურიდიული პირისათვის ანგარიშის გახსნისათვის საჭირო დოკუმენტები:

1. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
2. ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი.

3. ორგანიზაციის 25 %-ის და მეტი მესაკუთრე ფიზიკური პირ(ებ)ის  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსერო ასლ(ებ)ი და და ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურების კომპანიის საბოლოო მფლობელობას.

შენიშვნა:
* თუ კომპანია დარეგისტრირებულია 01.01.2010 წლამდე, ამ შემთხვევაში ზემოთ ჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად საჭიროა იურიდიული პირის წესდება ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
 

საბუთები, რომლებიც ფორმდება ბანკში:

1. განაცხადი ანგარიშის გახსნაზე;
2. ხელშეკრულება ანგარიშის გახსნის შესახებ (2 ეგზ.);
3. ბეჭდის ნიმუში:
4. ანგარიშების განკარგვაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ის ხელმოწერის ნიმუშ(ებ)ი.

არარეზიდენტი იურიდიული პირისათვის ანგარიშის გახსნისათვის საჭირო დოკუმენტები:

1. ამონაწერს შესაბამისი რეესტრიდან, ან სხვა დოკუმენტი, რომელიც არარეზიდენტის სახელმწიფოში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს არარეზიდენტი პირის იურიდიულ სტატუსს ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
2. იურიდიული პირის წესდება ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

3. დამფუძვნებელთა გადაწყვეტილება უფლებამოსილი პირის დანიშვნის შესახებ ან სხვა მსგავსი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს აღნიშნული პირის უფლებებს.

4. ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლ(ებ)ი.

5.ორგანიზაციის 25 %-ის და მეტი მესაკუთრე ფიზიკური პირ(ებ)ის  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსერო ასლ(ებ)ი და და ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურების კომპანიის საბოლოო მფლობელობას.

 
საბუთები, რომლებიც ფორმდება ბანკში:

1. განაცხადი ანგარიშის გახსნაზე;
2. ხელშეკრულება ანგარიშის გახსნის შესახებ (2 ეგზ.);
3. ბეჭდის ნიმუში;
4. ანგარიშების განკარგვაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ის ხელმოწერის ნიმუშ(ებ)ი.
 
 

შენიშვნა

* არარეზიდენტის ქვეყანაში გაცემული საბუთები რომლებსაც არ ჭირდება ლეგალიზაცია  უნდა იყოს ნათარგმნი  ქართულად და დამოწმებული ნოტარიულად.

** წარმოდგენილი დოკუმენტები, რომლებიც არარეზიდენტის ქვეყანაშია გაცემული, უნდა იყოს ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული, ასევე ნათარგმნი ქართულად და დამოწმებული სანოტარო წესით.

ვალუტის კურსები

  ყიდვა გაყიდვა კურსი
2.3650 2.4250 2.3987
2.7100 2.8460 2.7945
3.0550 3.1800 3.1243
0.9900 1.5100 1.4156
დახურვა
English Georgian Russian