სს "აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო"-ს (ბანკი "ასბ - საქართველო") საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს  აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი მრავალმხრივი გაღრმავების ხელშეწყობა, აზერბაიჯანულ-ქართული თანამშრომლობის პოტენციური მონაწილე კომპანიების  მხარდაჭერით.

  2006 წლის 16 ნოემბერს სს “აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო”-მ (ბანკი "ასბ - საქართველო") გაიარა სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია.

 2007 წლის 7 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბანკ "ასბ - საქართველო"-ს გადასცა საბანკო საქმიანობის განხორციელების ლიცენზია.

 2007 წლის 26 თებერვალს ბანკმა "ასბ - საქართველო"-მ დაიწყო საბანკო საქმიანობა.

 მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ისტორიულად ჩამოყალიბდა სტაბილური და გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობა, რაც დღეისათვის ვლინდება ორმხრივ ეკონომიკურ  თანამშრომლობაში. ამასთან, დაკავშირებით ბანკი "ასბ - საქართველო" შეიძლება ჩაითვალოს გარკვეულ ფინანსურ კვანძად ორ სახელმწიფოს შორის. ბანკი "ასბ - საქართველო" გახლავთ საქართველოს ბანკების ასოციაციის წევრი, აგრეთვე, სს “გაერთიანებული კლირინგ ცენტრის” ერთ-ერთი დამფუძნებელი.

ბანკმა "ასბ - საქართველო"-მ ჩამოაყალიბა და სრულყო თანამედროვე სტანდარტებზე აგებული მრავალმხრივი საბანკო მომსახურეობის სისტემა.

ბანკი "ასბ - საქართველო"-ს ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს საკრედიტო და სადეპოზიტო პროდუქტების დიფერენცირება,  მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური ფენის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

ბანკ "ასბ - საქართველო"-ს წარმატებულ წინსვლას განაპირობებს ის გარემოებაც, რომ ბანკი "ასბ - საქართველო" წარმოადგენს არამხოლოდ ამიერ კავკასიის, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უდიდესი საფინანსო ჯგუფის, აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის წევრს.

 

ვალუტის კურსები

  ყიდვა გაყიდვა კურსი
2.3800 2.4500 2.4217
2.6400 2.7400 2.7084
3.0700 3.2000 3.1446
1.0000 1.5200 1.4372
დახურვა
English Georgian Russian