აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი-საქართველო რამოდენიმე ნომინაციის გამარჯვებული გახდა

გამოქვეყნების თარიღი: 11.11.2016 17:32

მედია ჰოლდინგი Georgian Times და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია GORBI ბიზნეს რეიტინგს 1995 წლიდან ატარებს. ბიზნეს რეიტინგის ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ინვესტორთა დაჯილდოება Investment Awards, რომლის მიზანია წარმოაჩინოს და პოპულარიზაცია გაუწიოს ინვესტორებს. წლის საუკეთესო ინვესტორი გარდამავალი ჯილდოთი დაჯილდოვდა. აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკმა -საქართველო დაიმსახურა ჯილდოები შემდეგ ნომინაციებში: საქმიანობის გამჭვირვალობა, მუდმივი პროგრესი და სრულყოფილი საბანკო სერვისები და სოციალური პასუხისმგებლობა. უნივერსალური, დინამიურად განვითარებადი ბანკი სანდოობის მაღალი ხარისხით და თანამედროვე სტანდარტებზე აგებული საბანკო მომსახურების სისტემით.
 
საუკეთესო კომპანიებისა და ბიზნესმენების გამოვლენაში დამოუკიდებელი ექსპერტები, ეკონომიკური პროფილის უწყებათა ხელმძღვანელები, ეკონომიკური პროფილის ჟურნალისტები, კონსალტინგური კომპანიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდების, სოციოლოგიური კვლევების სამსახურები ღებულობენ მონაწილეობას.
 
აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკ საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია ქვეყნის საბანკო სექტორში. ბანკი „ასბ - საქართველო"-ს კლიენტთ ძირითად ბაზას წარმოადგენენ როგორც რეზიდენტი ასევე არარეზიდენტი მსხვილი კორპორატიული კლიენტები. ახალი საცალო პროდუქტების დანერგვით, ბანკი „ასბ - საქართველო" აპირებს კლიენტთა ბაზის მნიშვნელოვან გაფართოებას.
 
დაჯილდოების შემდეგ სამადლობელი სიტყვა წარმოთქმა „ასბ - საქართველო"-ს გენერალურმა მენეჯერმა - ემილ აბასბეილმა : „დიდი მადლობა! პირველ რიგში მინდა მივულოცო ყველა ნომინანტს, განსაკუთრებით კი გამარჯვებულებს ღირსეული და დამსახურებული წარმატებისთვის. აქვე მინდა გადავუხადო მადლობა ორგანიზატორებს ამ შესანიშნავი ღონისძიების ჩატარებისთვის. აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკ-საქართველოსთვის დიდი პატივია ამ ჯილდოს მიღება. ასეთ პატივსაცემი ექსპერტთა წრის აღიარება, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ბანკის მნიშვნელობას ორი მოძმე ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაში. აზერბაიჯანის ბანკი საქართველო - მოაწერე ხელი წარმატებას".

 

ვალუტის კურსები

  ყიდვა გაყიდვა კურსი
2.4200 2.4800 2.4578
2.7800 2.9000 2.8597
3.1700 3.3300 3.2659
1.2500 1.6000 1.4463
დახურვა
English Georgian Russian