„აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი“ რუსეთისა და საქართველოს ბაზარს ტოვებს

გამოქვეყნების თარიღი: 16.03.2018 15:24

„აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკმა“ სიცხადე შეიტანა რიგი შვილობილი სტრუქტურების დახურვის საკითხში. მიღებულია გადაწყვეტილება შემდეგი შვილობილი სტრუქტურების ლიკვიდაციის შესახებ - „ბანკი "ასბ-მოსკოვი" , „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო“ (ასბ-საქართველო) და შპს „ბიზნეს-რაბიტა“.

 „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის მმართველობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა აბბას იბრაგიმოვმა განაცხადა: „ბანკის აქციონერთა საერთო კრებაზე, რომელიც ჩატარდა 2018 წლის 4 მარტს, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება „ბანკი „ასბ-მოსკოვი“-ს, „ასბ-საქართველო“-ს და შპს „ბიზნეს-რაბიტა“-ს დახურვის შესახებ. რა თქმა უნდა, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნებოდა შვილობილი საწარმოების რეზულტატების ანალიზს. მხედველობაში იქნა მიღებული ზემოაღნიშნული სტრუქტურების ეკონომიკური ეფექტურობა ბანკის სამომავლო საქმიანობისათვის და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მათი დახურვის შესახებ. აღნიშნული ნაბიჯი დაკავშირებულია ასევე პრივატიზაციისათვის თვით აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის მომზადების გეგმებთან.

შვილობილი საწარმოების ლიკვიდაციის პროცესი განხორციელდება იმ ქვეყნების კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც ისინი ახორციელებდნენ თავიანთ საქმიანობას. კლიენტების მიმართ  არსებული ყველა ვალდებულება შესრულდება.

ბანკის სხვა შვილობლი სტრუქტურები, მათ შორის საპროცესინგო ცენტრი აზერიქარდ და „საერთაშორისო სალიზინგო კომპანია“ განაგრძობენ თავიანთ საქმიანობას.  

ავღნიშნავთ, რომ დსს „Aqrarkredit“-მა ღსს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი“-ს სააქციო კაპიტალში თავისი მონაწილეობის წილი გადასცა ქვეყნის მთავრობას. ამგვარად, ქვეყნის მთავრობას ახლა ეკუთვნის ბანკის აქციების 96,5%. 

ვალუტის კურსები

  ყიდვა გაყიდვა კურსი
2.4200 2.4800 2.4578
2.7800 2.9000 2.8597
3.1700 3.3300 3.2659
1.2500 1.6000 1.4463
დახურვა
English Georgian Russian