„აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო“-ს გენერალური დირექტორი „საქართველოს საბანკო ასოციაციის“ გამგეობის წევრი გახდა.

გამოქვეყნების თარიღი: 24.02.2017 13:40

„აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო“ 10 წლისაა, ბანკი საქართველოს და აზერბაიჯანის მთავრობების ხელშეწყობით 2007 წელს გაიხსნა. ძირითად დამფუძნებელს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი“ წარმოადგენს, რომელიც ყველაზე მსხვილი ფინანსური ინსტიტუტია არამარტო სამხრეთ კავკასიაში არამედ მთელ აღმოსავლეთ ევროპაში. მოქმედების არეალის და წარმომადგენლობების გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში, ბანკი წარმატებით ფუნქციონირებს რუსეთსა და საქართველოში, ასევე ფრანკფურტსა და ლონდონში. საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის International Research Group Business Insight (BI) ცნობით, „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი“ არის ყველაზე განვითარებული ბანკი აზერბაიჯანში.

2008 წლიდან მოყოლებული „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი-საქართველო“ წარმოადგენს „საქართველოს საბანკო ასოციაციის“ სრულუფლებიან წევრს, მთელი ამ პერიოდის გამნავლობაში ბანკს დიდი როლი აქვს შეტანილი ასოციაციის ფუნქციონირებაში. „ასბ-საქართველო“-ს წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობენ ასოციაციის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა პროექტების და საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაში. ემილ აბასბეილი „საქართველოს საბანკო ასოციაციის“ გამგეობის წევრი 2017 წლის თებევრლიდან გახდა.

2016 წელს  გამართულ ყოველწლიურ ცერემონიაზე Investment Awards (GORBI) „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო“ დაჯილდოვებული იქნა შემდეგ ნომინაციებში - საქმიანობის გამჭვირვალობა, მუდმივი განვითარება და სერვისების სრულყოფა, სოციალური პასუხისმგებლობა, ფინანსური ინსტიტუტის განვითარება როგორც უნივერსალური და დინამიურად პროგრესირებადი ბანკი ნდობის მაღალი დონით და საბანკო მომსახურების თანამედროვე სტანდარტებით.

„აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო“ -ს მთავარი მიზანს და მისიას აზერბაიჯანული კაპიტალის პოზიციების საქართველოს ბაზარზე გამყარებასთან ერთად,  საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ეკუნომიკური ურთიერთობების გაღრმავება წარმოადგენს.

ვალუტის კურსები

  ყიდვა გაყიდვა კურსი
2.6700 2.7500 2.7268
3.1450 3.2850 3.2176
3.5050 3.6900 3.6097
1.2000 1.5300 1.6071
დახურვა
English Georgian Russian